პრეზიდენტი: ჩვენი კულტურისა და ღირსების საქმეა ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის

Read Time:24 Second

მე ვდგავარ დღეს იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს! ვდგავარ პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში და უკრაინის გვერდში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე ჩართვისას განაცხადა.

„ეს არის ჩვენი კულტურისა და ტრადიციის ღირსება, ქართველი ხალხის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთ იქ, სადაც იბრძვის ჩვენი მეგობარი ქვეყანა თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის! ჩვენც იქ ვართ და იქ ვიქნებით და მინდა, რომ აქედან პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა გამოვუცხადო. თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც დღეს საქართველოს ღირსებას წარმოადგენს! ამისთვის ძალიან დიდი მადლობა!“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვიდ ქალაქს, მათ შორის თბილისს მიმართა – მინდა, ჩუმად არ იყოთ, ქუჩაში გამოხვიდეთ, მხარი დაუჭიროთ ჩვენს ბრძოლას, რადგან თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა
Next post ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ ახალი მკაცრი სანქციები მიიღოს, თუ პუტინი უკრაინაში ომს არ შეწყვეტს