პენიტენციური სამსახური – შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში

Read Time:53 Second

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ დესტრუქციული ხასიათის მოქმედებებს შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი და სასამართლო პროცესზე გაყვანა წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ აღნიშნულიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გადაიყვანენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.

მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.

აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ივანე ჩხაიძე: მწვანე პასპორტის მიზანია, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხო გავხადოთ
Next post დუშეთის მერი – 243 დასახლებული სოფელი, ორი დაბა და ერთი ქალაქი მოვიარე არჩევნების პერიოდში, მე დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები, ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება