ივანე ჩხაიძე: მწვანე პასპორტის მიზანია, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხო გავხადოთ

Read Time:51 Second

მწვანე პასპორტის მიზანია, რომ გაიზარდოს ვაქცინაციის მაჩვენებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხო გავხადოთ, – ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა.

„მწვანე პასპორტები დანერგილია ევროკავშირის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში. ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენთან მივიღეთ მაშინ, როდესაც ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. ამ გადაწყვეტილების უკან დგას სწორედ იმის სურვილი, რომ გავზარდოთ ვაქცინაციის მაჩვენებელი და გავხადოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უსაფრთხო. სოციალური, გასართობი, სარესტორნო სივრცე, არის ის სფერო, სადაც პირველი დეკემბრიდან დაშვებული იქნებიან მწვანე პასპორტის მქონე პირები. ეს ჩამონათვალი არ არის საბოლოო, ამის გაფართოება იგეგმება და განიხილება. ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი იქნება დიდი სავაჭრო მოლები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სავაჭრო ცენტრების ადმინისტრაციამ უნდა შეძლოს უზრუნველყოს ის მარტივი მექანიზმი, რაც ძალიან კარგად მოქმედებს – ნიღბების ტარება, რაც შეამცირებს ინფიცირების რისკს. რჩება მეორე მხარე, მომსახურე პერსონალი. ჯერჯერობით ამ თვალსაზრისით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. უფრო მეტად არის აქცენტი იმაზე, რომ კერძო სტრუქტურების ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომლების ვაქცინაცია და ეს სტრუქტურები უნდა იყოს აუცილებლად უსაფრთხო ზონები. ეს ჯერჯერობით არის კერძო ბიზნესების პასუხისმგებლობა და არა სახელმწიფოსი, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ ესეც შეიცვალოს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული – მივიღეთ პირდაპირი მითითებები პრემიერისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ სოფელში
Next post პენიტენციური სამსახური – შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში