დუშეთის მერი – 243 დასახლებული სოფელი, ორი დაბა და ერთი ქალაქი მოვიარე არჩევნების პერიოდში, მე დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები, ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება

Read Time:1 Minute, 5 Second

243 დასახლებული სოფელი მოვიარე არჩევნების პერიოდში, ორი დაბა და ერთი ქალაქი, მე დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები, ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა, – ამის შესახებ დუშეთის მერმა, მანანა ნარიმანიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები.

„დღეს გაიმართა პირველი შეხვედრა ბატონ პრემიერ-მინისტრთან. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო პანდემიას და მასთან ბრძოლის მეთოდებს. პანდემიის დასამარცხებლად ერთადერთი გზა არის აცრა. ამისთვის სახელმწიფომ შეიმუშავა კიდევ ერთი წამახალისებელი პროგრამა, ეს შეეხება პენსიონრებისთვის 200-ლარიან დახმარებას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, ყველამ ავიცრათ, რადგან ეს ერთადერთი გზაა პანდემიის დასამარცხებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მუნიციპალიტეტში ბევრი რამ არის გაკეთებული, კიდევ გვრჩება გადასაჭრელი საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების გაზიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ასევე ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების საკითხის გადაწყვეტა. ასე რომ, მთავარი გამოწვევა იქნება სწორედ ამ პრობლემების მოგვარება და სოციალური პროგრამები. ახლა სწორედ ამ ეტაპზე ვართ, ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი მიმდინარეობს. ვალდებულება გვაქვს, რომ 15 ნოემბერს საკრებულოს ბიუჯეტი გადავუგზავნოთ და აქტიურად ვმუშაობთ იმ გუნდთან ერთად, რომელიც ადგილზე დაგვხდა, რათა სწორედ ის პრიორიტეტები იქნას დაგეგმილი და გაწერილი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება. 243 დასახლებული სოფელი მოვიარე არჩევნების პერიოდში, ორი დაბა და ერთი ქალაქი. მე დუშელი ვარ და ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები. ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება და გადაწყვეტა“, – განაცხადა მანანა ნარიმანიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პენიტენციური სამსახური – შესაძლო დესტრუქციული ქმედებებისა და ჯანმრთელობის დამატებითი რისკის გამო, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გადაიყვანოს სააკაშვილი სასამართლოში
Next post შარლ მიშელი – კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს, საქართველოში როდესაც ვიმყოფებოდი, დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობის შესაძლებლობა