შარლ მიშელი – კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს, საქართველოში როდესაც ვიმყოფებოდი, დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის შუამავლობის შესაძლებლობა

Read Time:59 Second

კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი არსებობს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მეტად თანმიმდევრულები, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 2021 წლის ბერლინის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გლობალური საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ გლობალური თანამშრომლობით არის შესაძლებელი, გავლენის მოხდენის საუკეთესო გზა არის დიპლომატიური წარმომადგებლობა და დიპლომატიური ჩართულობა. შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნიშნავს მეზობლების, კონკურენტებისა და მოწინააღმდეგეების ცოდნას და უკეთესად გაგებას.

„დიპლომატია ასევე ნიშნავს შესაძლებლობების გამოყენებას. გასულ გაზაფხულს, როდესაც ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყანაში, საქართველოში ვიმყოფებოდი ვიზიტით, მე დავინახე დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის შუამავლობის შესაძლებლობა. ანალოგიურად, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ჩემი კონტაქტის შემდეგ, ევროკავშირმა შეძლო ამ ქვეყნებს შორის კონფლიქტის შემდგომი შეთანხმების მისაღწევად შუამავლობა. ევროკავშირს შესასრულებელი აქვს როლი, მნიშვნელოვანი როლი“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ამბობენ, რომ ევროკავშირს არ აქვს საკმარისი ინსტრუმენტები, რათა გლობალური ძალის როლი აიღოს საკუთარ თავზე.

„ჩვენ გვაქვს ბევრი ინსტრუმენტი, ხშირად მოულოდნელი, გარე მოთამაშეებზე გავლენის მოსახდელად. ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ ბევრად ძლიერები და ეფექტიანები, თუ ვიქნებით უფრო პრაგმატულები და თანმიმდევრულები. არსებობს კრიზისულ სიტუაციებზე პრაგმატული ევროპული რეაგირების მრავალი მაგალითი. თუმცა, ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო მეტად თანმიმდევრულები. ევროკავშირის პოლიტიკა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, განვითარება, კონკურენცია, სამეზობლო პოლიტიკა და კლიმატური ცვლილებების წინააღმდეგ ქმედებები, ხშირად იმართება იზოლირებულად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად“, – დასძინა შარლ მიშელმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დუშეთის მერი – 243 დასახლებული სოფელი, ორი დაბა და ერთი ქალაქი მოვიარე არჩევნების პერიოდში, მე დუშელი ვარ, ზუსტად ვიცი იქაური პრობლემები, ეტაპობრივად მოხდება ყველა პრობლემის მოგვარება
Next post თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი „ნაცმოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების აქციის ფონზე მიმდინარეობს