პატრიარქი 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს,მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისისს გადაიხდის

Read Time:29 Second

სამშაბათს, 13 ნოემბერს, 17:00 საათზე ქ. თბილისში, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისის. 16:30 სთ. ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით წარსდგება შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი “ წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“. შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს 100000 მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით მიაგებს პატივს ჩვენს გმირ, წმინდან წინაპრებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საქართველოს მასშტაბით აქციებს 11 ნოემბრიდან დაიწყებენ
Next post კარაქიანი ყავა – სასწაულმოქმედი სასმელი მტანჯველი დიეტის ნაცვლად