„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები საქართველოს მასშტაბით აქციებს 11 ნოემბრიდან დაიწყებენ

Read Time:1 Minute, 2 Second

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ ორგანიზებით, საქართველოს ყველა რეგიონში აქციების ჩატარებას 11 ნოემბრიდან დაიწყებენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე აქციები ყველა დიდ ქალაქში გაიმართება, არჩევნების წინა დღეს კი თბილისში პირველი რესპუბლიკის მოედანზე, 17:00 საათზე მასშტაბური მსვლელობა მოეწყობა.

როგორც საკრებულოს დეპუტატმა, მოძრაობის „მე ვიცავ თავისუფლებას“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საქართველოს ყველა რეგიონში აქციები ჩატარდება იმისთვის, რომ მოსახლეობას მოუწოდონ, უარი უთხრან „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას“.

„მე ვუერთდები მოძრაობას „მე ვიცავ თავისუფლებას“ არა როგორც პოლიტიკოსი ან რომელიმე პარტიის წარმომადგენელი, არამედ როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც სხვა წლებშიც თავისუფლების სადარაჯოზე იდგა და დღესაც დგას, როდესაც ხელშესახები საფრთხეა იმისა, რომ ეს ქვეყანა ისევ ძალადობრივი მეთოდებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიგდოს ხელში. რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ხალხი არის მაქსიმალურად კონსოლიდირებული და ერთიანი იმ ღირებულებების სადარაჯოზე, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით 2012 წელს მოიპოვა. ამაში საზოგადოებამ ძალიან დიდი ფასი გადაიხადა. ხშირ შემთხვევაში ეს იყო ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, ჩვენი თავისუფლება. ეს მონაპოვარი ასე ადვილად არ დაითმობა.

ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველი შეხვედრა დაგეგმილია 11 ნოემბერს თელავში, შემდეგ ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და ყველგან, სადაც ეს მოკლე ვადები მოგვცემს საშუალებას, რათა მოსახლეობას მოვუწოდოთ დადგეს თავისუფლების სადარაჯოზე, კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრას უარი ქვეყანაში არეულობას და „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაბრუნებას,“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილის მიმართ პროვოკაცია ნაციონალური მოძრაობის დანაშაულის გადასაფარად დაიგეგმა
Next post პატრიარქი 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს,მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისისს გადაიხდის