კარაქიანი ყავა – სასწაულმოქმედი სასმელი მტანჯველი დიეტის ნაცვლად

Read Time:50 Second
ამერიკისა და ბრიტანეთის ყავახანების მსხვილმა ქსელებმა კარაქიანი ყავა მენიუში უკვე შეიტანეს, ხოლო ყავისმწარმოებლებმა გამოუშვეს პროდუქცია წარწერით „კარაქიანი ყავა“.
თუკი ზედმეტ კილოგრამებს მტანჯველი დიეტებითა და შიმშილით ებრძვით, დღეიდან ამაში კარაქიანი ყავა დაგეხმარებათ. ბოლო დროს ამ სასმელმა ინგლისსა და ამერიკაში გადატრიალება მოახდინა დიეტოლოგიაში. კარაქიანი სასმელი საოცარი ცხიმისმწველი საშუალება აღმოჩნდა. “ცხიმიანი” ყავის იდეა ჯანმრთელი კვების დარგში ამერიკელ ექსპერტს, დეივ ასპრეას ეკუთვნის. როგორც სპეციალისტი ამტკიცებს, ყავისა და კარაქის შეხამება იდეალურად ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს. ნოუ-ჰაუ მეცნიერს მას შემდეგ დაებადა, რაც ტიბეტში მოგზაურობისას ნახა ჩაის ადგილობრივად მომზადების უნიკალური მეთოდი, ანუ როგორ უმატებდნენ ჩაიში იაკის რძისგან მომზადებულ კარაქს.ახალი სასმელის მოყვარულები ირწმუნებიან, რომ ამ ორი პროდუქტის შერწყმა ზრდის ენერგიას, ხელს უწყობს წონის დაკლებას და ახდენს გონების სტიმულირებას. ამერიკისა და ბრიტანეთის ყავახანების მსხვილმა ქსელებმა კარაქიანი ყავა მენიუში უკვე შეიტანეს, ხოლო ყავისმწარმოებლებმა გამოუშვეს პროდუქცია წარწერით „კარაქიანი ყავა“.

კარაქიანი ყავის მომზადების წესი ძალიან მარტივია: ორ კოვზ შავ ყავას ამატებთ ცხელ წყალს , შემდეგ ერთ კოვზ ქოქოსის ზეთსა და კუბიკებად დაჭრილი კარაქის ერთ ნატეხს ათავსებთ ბლენდერში, ამატებთ უკვე გამზადებულ ყავას და თქვიფავთ.

იხილეთ კარაქიანი ყავის მომზადების ვიდეოგაკვეთილი:

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს,მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისისს გადაიხდის
Next post ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ ლიდერები საუბრობენ, რომ დაგეგმილი აქვთ რევოლუციური სცენარი, თუმცა დესტაბილიზაციას და რევოლუციას ვერ ეღირსებიან