პატრიარქი: სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მოასვენეს, ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს

Read Time:35 Second

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აფხაზეთიდან გადმოსვენებული 11 პირის ოჯახებს უსამძიმრებს.

„დღეს სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთში ომში გარდაცვლილი 11 პიროვნება მოასვენეს, ყოველი ასეთი სიტუაცია ანახლებს ჩვენს ჭრილობას და ძმათა შორის დაპირისპირების 30 წლის წინანდელ ტკივილს გვიმძაფრებს.

ღმერთმა დალოცოს ოთარის, ბორისის, სპირიდონის (ფრიდონის), ხვიჩას, რევაზის, ვახტანგის, ბიძინას, ზვიადის, გიორგის, ოთარის და იურის (გიორგის) უკვდავი სულნი და სავანე მართალთა დაუმკვიდროს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მშვიდობა და ლოცვის ძალა“, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უ ვლოდ დაკარგული 11 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული, მათგან 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქე. იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, სამხედრო პატივით, 8 დეკემბერს დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი – ევროსკეპტიციზმი ჩაანაცვლა გაფართოების პოლიტიკის ძიებამ, გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგში ვიგრძენით მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე
Next post ირაკლი კობახიძე: ისინი არიან ე.წ. ფსევდოლიბერალები – ქართველი ლიბერალი არის ყველაზე გოიმი არსება მსოფლიოში