პატრიარქი: “პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით”

Read Time:37 Second

ვულოცავ ბატონ ზაზა სარალიძეს პირველ ზიარებას, მან აღსარება თქვა და ეზიარა, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემდღეს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
სადღესასწაულო წირვას შვილმკვადრი მამა ზაზა სარალიძე მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. უწმინდესმა იგი ამბიონზე აიყვანა და ქადაგებისას მას მიმართა.
“დღეს განსაკუთრებული დღეა, ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ბატონი ზაზა, რომელმაც დაკარგა თავისი საყვარელი შვილი. წმინდა ნიკოლოზი შეეწია მას, პირველად ეზიარა დღეს ბატონი ზაზა,

მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით. შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს”, – განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა ასევე მიმართა ზაზა სარალიძეს, ხომ არ ექნებოდა მას რაიმე სათქმელი.
“უფალმა დიდხანს გვიმყოფოს თქვენი თავი”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ პატრიარქის საპასუხოდ.

ქადაგების ბოლოს უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს

დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ წმინდა ნიკოლოზი ეხმარება ყველას, არაქრიასტიანებსაც კი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე – არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას
Next post კახა კალაძე ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა და მათთან ერთად მიირთვა