კახა კალაძე ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა და მათთან ერთად მიირთვა

Read Time:2 Minute, 7 Second
კახა კალაძე ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს საჭმლით გაუმასპინძლდა და მათთან ერთად მიირთვა
კახა კა­ლა­ძე მი­უ­სა­ფარ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბის სა­ნა­ხა­ვად რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე მი­ვიდ­ნენ, საჭ­მლით გა­უ­მას­პინ­ძლდა, ამის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ზე” ფო­ტოგ­რა­ფი ზა­ქა­რია ჭე­ლი­ძე წერს.

“თბი­ლი­სის მე­რია სა­ა­ხალ­წლოდ ალა­მა­ზებს ქუ­ჩებს. მე როცა დრო მაქვს, ვცდი­ლობ, გა­და­ვი­ღო. სა­ღა­მოს წა­ვე­დი ჩემი მე­გობ­რის, მზი­კო კა­ლან­და­ძის სა­ნა­ხა­ვად.

რეს­პუბ­ლი­კის მო­ე­დან­ზე აწყო­ბენ ნაძ­ვის ხეს. იქვე მო­ვიდ­ნენ ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბი და თი­თო­ე­ლი იქ მყო­ფი ცდი­ლობ­და, რა­ღა­ცით გა­ე­ბედ­ნი­ე­რე­ბი­ნა ისი­ნი.

ამ დროს მო­ვი­და თბი­ლი­სის მერი კახი კა­ლა­ძე. კახი ესა­უბ­რა ბავ­შვებს, შემ­დეგ საჭ­მე­ლი შე­უკ­ვე­თა მათ­თვის და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის და იქვე მათ­თან ერ­თად მი­ირ­თვა.

mshoblebi

ამ ის­ტო­რი­ა­ში არა­ფე­რია

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გარ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა. ბევ­რი გა­ი­ფიქ­რებს, აბა რა უნდა ექ­ნაო?! მაგ­რამ ბევრ ფაქტს შევ­სწრე­ბი­ვარ, როცა არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, არც უფიქ­რი­ათ, არც შე­უ­ხე­დავთ ზედ, არა­ნაკ­ლე­ბი თან­ხის თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს.

ვინც მიც­ნობთ, იცით ჩემი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქუ­ჩა­ში მცხოვ­რე­ბი ბავ­შვე­ბის მი­მართ. ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მომ­ხვდა გულ­ზე და გა­მი­ხარ­და.

mshoblebi

მე­გობ­რო­ბა გა­დაგ­ვარ­ჩენს, გვერ­დში დგო­მა, გა­გე­ბა და სწო­რი ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. რაც მთა­ვა­რია, თი­თო­ე­ულ იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს მად­ლო­ბა, ნი­კო­ლო­ზო­ბას ესე­თი და­დე­ბი­თი იმ­პულ­სე­ბი რომ მა­ჩუ­ქეთ. ბევ­რს აქვს თა­ნამ­დე­ბო­ბა მაგ­რამ გული? ბევ­რს აქვს ფული მაგ­რამ გული? ბევ­რს აქვს გული მაგ­რამ სი­კე­თის კე­თე­ბის უნა­რი?

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქი: “პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით”
Next post დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა