ილია მეორე – არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას

Read Time:41 Second

არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით ქადაგებისას განაცხადა.

„დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, დღეს არის ხსენება წმინდისა დიდისა მღვდელმთავრისა ნიკოლოზისა. მრავალი წმინდანი ჰყავს ღმერთს, მაგრამ წმინდა ნიკოლოზი განსაკუთრებულია, სწრაფად შემწეა ყოველი გაჭირვებული ადამიანისა. არ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებულ ადამიანს წმინდა ნიკოლოზისთვის მიემართოს და მას უარი ეთქვას. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, წმინდა ნიკოლოზი იყოს მფარველი ყოველი გაჭირვებული ადამიანისა“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქის თქმით, წირვაზე დღეს იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე და აღნიშნა, რომ ის დღეს პირველად ეზიარა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ზაზა სარალიძე, რომელმაც დაკარგა საყვარელი შვილი და წმინდა ნიკოლოზი შეეწია მასაც. პირველად ეზიარა დღეს. ვფიქრობ, შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს. წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ“, – განაცხადა ილია მეორემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება
Next post პატრიარქი: “პირველად ეზიარა დღეს ზაზა სარალიძე, მე ვფიქრობ, შვილის ლოცვით”