პატარა დათა მიქელაძე ავღანეთში მისიით მყოფ მამიკოზე ლოცულობს

Read Time:43 Second

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონი და II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული უკვე ავღანეთშია. ბატალიონი, ავღანეთში 10 ნოემბერს გაემგზავრა და მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს.
ქართველ სამხედროებს ბაგრამის სამხედრო აეროდრომზე ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ზაქარია კალანდაძე და და 43-ე ბატალიონის ხელმძღვანელობა დახვდა.

I ქვეითი ბრიგადის 12-ე ბატალიონი  ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 7 თვის განმავლობაში აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე შეასრულებს. ქვედანაყოფი როტაციის წესით, IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება.

II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული კი,  ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებს.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულმა ასეულმა, III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულისგან სამშვიდობო მისია ოფიციალურად ჩაიბარა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზაზა თავაძე პარლამენტს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა გადაიდოს
Next post ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ვეტერანთა შორის მეშვიდეთ დაეუფლა