პარლამენტმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა

Read Time:1 Minute, 6 Second

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა წარადგინა.

„2022 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის, ისევე როგორც ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი იყო რუსეთის აგრესიის შედეგად გამოწვეული ვითარება უკრაინაში, ამის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება ევროსაბჭოდან რუსეთის გარიცხვის თაობაზე და შესაბამისად ახალი სამიტის მზადება, რომელიც 2023 წლის მაისში უნდა გაიმართოს და რომელმაც უნდა დაგეგმოს ორგანიზაციის მუშაობის შესახებ შემდგომი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით საქართველოს დელეგაცია იყო ერთ-ერთი მთავარი დელეგაცია, რომელმაც ევროსაბჭოს მიერ მოწვეულ სპეციალურ სესიაზე მხარი დაუჭირა ევროსაბჭოდან რუსეთის ფედერაციის გარიცხვას.

როგორც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა 2022 წლის განმავლობაში რამდენიმე რეზოლუცია იქნა მიღებული, რომელიც უკრაინაში არსებულ ვითარებას უკავშირდებოდა სადაც, საქართველოს დელეგაციამ, როგორც უმრავლესობის ასევე, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთმნიშვნელოვნად მხარი დაუჭირეს ამ დოკუმენტებს გარდა ერთი იმ რეზოლუციისა, სადაც ჩანაწერი იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით.

„ეს რეზოლუცია არანაირ შემხებლობში არ იყო არც საქართველოსთან, არც საქართველოში არსებულ ვითარებასთან, არც დემოკრატიულ რეფორმებთან. ეს იყო მცდელობა, რომელიც საკმაოდ წარმატებულად განახორციელეს ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებმა და ამ რეზოლუციის მომხსენებელმა“|, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისი თქმით, საქართველოს შესახებ მონიტორინგის კომიტეტის მიერ ინიცირებულ და საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ასახულია საქართველოს მიერ მიღწეული ძალიან დიდი პროგრესი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში.

„ეს პროგრესი არის ხაზგასმული და ცალსახა, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს მთლიანად ევროპის საბჭოს ორგანიზაცია თუმცა, ასევეა საუბარი იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელზეც საქართველოს სახელმწიფო მუშაობს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიული ალასანია – ადამიანს, რომელიც არის აბსოლუტურად ავად, ძალიან სუსტად, უპირებენ ციხეში დაბრუნებას
Next post თამარ ჩიბურდანიძე: მგონი, მსოფლიოში პირველი შემთხვევაა, როცა კანონპროექტმა უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე თავად ამ კანონს შეეძლო გაეკეთებინა მიღების შემთხვევაში