პაატა ბურჭულაძე – თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა

Read Time:42 Second

 

თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ამ გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა. მაპატიოს ამ გოგონამ, თუ ეს საკუთარი სისულელის გამო, მოუვიდა, – ასე ეხმაურება „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სამართალდამცავების მიერ ბურჭულაძეების კუთვნილ „MS ჯგუფის” ოფისში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.
 
„თქვენ გახსოვთ, როგორც იყო ჯერ ჩემზე და ფონდ „იავნანაზე“, 3 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს, შემდეგ ჩემს მეუღლეს ღამის თორმეტის ნახევარზე პროკურატურა ადგებოდა და უკაკუნებდა კარებზე, გაგვიღეთო. ბოლოს გადავიდნენ შვილებზე ორი კომპანია ჰქონდათ, ერთი დაუხურეს, აიძულეს დაეხურათ და ახლა მეორე კომპანიაზეა საუბარი. ეს სმს კომპანია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია დღესდღეობით საქართველოში და ალბათ არჩევნებამდე უნდათ ამის ჩაგდება ხელში. ამ სიტუაციას მე თქვენ ვერ გასწავლით, დღეს, რაც ხდება საქართველოში უკავშირდება ამ მავნებლურ მთავრობას და როგორებიც იყვნენ, ისეთივე დარჩნენ“, – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, 18 მარტს სამართალდამცავებმა ბურჭულაძეების კუთვნილ ოფისში, „MS ჯგუფი” საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. საგამოძიებო მოქმედებები კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებების გაგზავნის საქმეს უკავშირდებოდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ
Next post გახარია-ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური