გიორგი გახარია – დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ

Read Time:36 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომაროების გამოცხადების საკითხიც განიხილეს.

მისი თქმით, დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა, თუ კი ამის საჭიროება დადგება, შესაბამის გადაწყვეტილებასაც მიიღებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ უსაფრთხოების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე, ჩვენ განვიხილეთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესაძლებლობა ქვეყნის მასშტაბით. დღეის მდგომარეობით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ასეთი აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა პრეზიდენტთან შეთანხმებით, ჩვენ გადავწყვიტეთ, როგორც კი ეს აუცილებლობა დადგება, ჩვენ შევძლებთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ გადაწყვეტილების მიღებას, შემდგომ აღსრულებას. ეს გადაწყვეტილება შეიძლება მივიღოთ ხვალ, ზეგ, მაზეგ, როგორც კი ასეთი აუცილებლობა დადგება და როგორც კი ჩვენი მედიკოსები, ჯანდაცვის სისტემა გვეტყვის, რომ ვირუსის გავრცელების შემდგომი შეჩერების მიზნით, ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ჩვენ ამ გადაწყვტილებას მივიღებთ“,- განაცხადა პრემიერმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პრემიერი- თითქმის ყველა სავაჭრო ობიექტი უნდა დაიხუროს
Next post პაატა ბურჭულაძე – თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა