გახარია-ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური

Read Time:34 Second

ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველო მზადაა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს. „მინდა კიდევ ერთხელ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდო, ეს არის გლობალური გამოწვევა, ეს არის გამოწვევა, რომელზეც ჩვენი რეაქცია არ უნდა იყოს არც შიში, არც პანიკა, ჩვენი რეაქცია უნდა იყოს თამამი და ძალზე ეფექტური. დღეს მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა შეხვედრები როგორც სპეციალური უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძო სექტორთან, სამედიცინო სექტორთან, რომლის მზაობაც ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, არის მნიშვნელოვანი და მე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანა მზადაა იმიისთვის, რომ ამ გამოწვევას სათანადოდ უპასუხოს“,- განაცხადა გახარიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პაატა ბურჭულაძე – თითქმის არ მეპარება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი გოგონას ხელისუფლებამ გააკეთებინა
Next post “კარანტინში მოთავსება და იზოლაცია, ეს არის თავისუფლების აღკვეთა”