ოფიციალური კიევი მკაცრად გმობს პუტინის განკარგულებას, რომელიც უკრაინაში მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღებას სთავაზობს

Read Time:19 Second

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღებას სთავაზობენ.

უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ კრემლის აღნიშნული ნაბიჯი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაა.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგ ხელყოფას წარმოადგენს, რომელიც შეუთავსებელია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის განხილვა გაიმართა
Next post საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივები განიხილეს