წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიშის განხილვა გაიმართა

Read Time:1 Minute, 3 Second

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ღონისძიებაზე იმ დადებითი ტენდენციების შესახებ ისაუბრა, რომელიც CPT-ის მონიტორინგის დოკუმენტში აისახა.

აღინიშნა, რომ ევროპული კომიტეტის ანგარიშის თანახმად, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს და რომ დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე.

თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა აგრეთვე CPT-ის მხრიდან პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემის შეფასების შესახებ და აღნიშნა, რომ კომიტეტი პენიტენციურ დაწესებულებებში გადამდებ დაავადებათა მკურნალობას სწრაფად და ადვილად ხელმისაწვდომად მიიჩნევს,  განსაკუთრებით მაღალ შეფასებას კი COVID-ის მართვის პრაქტიკას აძლევს, რის შედეგადაც, პანდემიის მიუხედავად, შესაძლებელი იყო პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნება.

რაც შეეხება ანგარიშში დაფიქსირებულ რეკომენდაციებს, მინისტრის მოადგილის განცხადებით, მათი ნაწილი უკვე გათვალისწინებული და ასახულია იუსტიციის სამინისტროს 10-წლიან სტრატეგიაში. კერძოდ, უკვე დამტკიცებულია  პენიტენციურ სისტემაში  სპორტის მართვის ახალი სტრატეგია, განახლდა სპორტული მოედნები; ამოქმედდა ციფრული უნივერსიტეტის პროგრამა. არსებული  გამოწვევების საკანონმდებლო დონეზე აღმოფხვრისათვის კი უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ახალ პატიმრობის კოდექსზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება:

„შექმნილია შესაბამისი უწყებათშორისი ჯგუფი,  ახალი პატიმრობის  კოდექსი და აღნიშნული სამუშაო  პლატფორმის საქმიანობა იმისკენ იქნება ორიენტირებული, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც დღეს პრაქტიკაში შეიძლება მწვავედ იდგეს, პირველ ყოვლისა, საკანონმდებლო დონეზე იქნეს აღმოფხვრილი“,  – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

CPT-ის მიერ საქართველოში განხორციელებული  მონიტორინგის ანგარიშის განხილვა საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით გაიმართა და მას სახელმწიფო უწყებების, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post აშშ მხარს უჭერს კანადის გადაწყვეტილებას გერმანიაში Nord Stream 1-ისთვის ტურბინის დაბრუნების შესახებ
Next post ოფიციალური კიევი მკაცრად გმობს პუტინის განკარგულებას, რომელიც უკრაინაში მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღებას სთავაზობს