საქართველოსა და ჩეხეთის იუსტიციის მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივები განიხილეს

Read Time:40 Second

რატი ბრეგაძისა და პაველ ბლაჟეკის შეხვედრა პრაღაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელშიც საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის დელეგაციებიც მონაწილეობენ. მინისტერიალი სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილავს. ღონისძიებაზე რატი ბრეგაძე ელექტრონული კომუნიკაციის სფეროში საქართველოს მიღწევებისა და პერსპექტივების შესახებ სიტყვით გამოვა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჩეხ კოლეგას ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისათვის კონკრეტული ინიციატივები შესთავაზა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესს. ამ მიზნით რატი ბრეგაძემ და პაველ ბლაჟეკმა ორ ქვეყანას შორის ექსპერტების გაცვლის შესაძლებლობაზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების შესაძლო მიმართულებებიც განიხილეს, მათ შორის, ელექტრონული მმართველობა და ელექტრონული სერვისები; ერთობლივი კონფერენციების, სემინარებისა და თანამშრომლების გაცვლითი პროგრამების ორგანიზება.

ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ტყეშელაშვილი და საქართველოს ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში მარიამ რაქვიაშვილი.

დაგეგმილია, აგრეთვე, ორმხრივი შეხვედრები გერმანიისა და საბერძნეთის იუსტიციის მინისტრებთან.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოფიციალური კიევი მკაცრად გმობს პუტინის განკარგულებას, რომელიც უკრაინაში მუდმივად მცხოვრებ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული პროცედურით მიღებას სთავაზობს
Next post ირაკლი ქადაგიშვილი – ჯარისადმი „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება გამოჩნდა 2008 წელს, როცა ხელმძღვანელებმა, მათ შორის მთავარსარდალმა მიატოვა და ჯარი მარტო იბრძოდა საქართველოსთვის