ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია

Read Time:44 Second

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკას მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები სერგო გუგუტიშვილი და თამაზ კახაბრიშვილი თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“აღნიშნული პირების უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუდმივ კომუნიკაციას ახორციელებდა ცხელი ხაზის მეშვეობით. პროცესში უშუალოდ იყვნენ ჩართული საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. გარდა ამისა, მათი უკანონო დაკავებისა და დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM), ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში გამართულ შეხვედრებზე.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გასათავისუფლებლად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით.” ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, დე ფაქტო КГБ-ზე დაყრდნობით ავრცელებს Ekho Kavkaza.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს…“ – ქაშიბაძე
Next post სოზარ სუბარი: დარწმუნებულნი იყავით, რომ ამ დღეებში დაეწყობიან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები და ყველა ერთხმად გაილაშქრებს ჩინეთთან ამ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინააღმდეგ