„დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი, ცოლის შარდი შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს…“ – ქაშიბაძე

Read Time:59 Second

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე ამბობს, მედიცინაში ცნება “ჯანსაღი ნამზეური” არ არსებობს. ექიმი გარუჯვასა და დამწვრობის შემთხვევაში თავის მოვლის შესახებ საუბრობს:

– 7 პაციენტი მიწევს დამწვრობის ცენტრში მზისგან დამწვარი. აქედან 5 მოზრდილია, 2 კი ბავშვი. როდესაც მშობლები ირუჯებიან, პატარები თვალსა და ხელს შუა დამწვრობას იღებენ. საქართველოში კი ამბობენ, D ვიტამინს ვიღებო, მაგრამ ჩვენ ისეთ კლიმატურ სარტყელში ვცხოვრობთ, სპეციალურად წამოწოლა და მზის სხივების მიღება D ვიტამინის გამოსამუშავებლად არ გვჭირდება. მზე რომ სასარგებლოა, არასწორი აზრია.

– მაშინ D ვიტამინის ნაკლებობა რატომ აქვს ბევრს?

– ამას სხვადასხვა დაავადება იწვევს და არა მზის სხივების ნაკლებობა. მესმის, ნამზეური სილუეტს უფრო ლამაზს აჩენს, უფრო გამხდარსაც, პატარ-პატარა ნაკლს ფარავს, ლამაზ თვალებს კვეთს… დიახ, ნამზეური მოდურია, ამას ვერ გავექცევით, გოგონებს გარუჯული მამაკაცები მოსწონთ, მამაკაცებს – გარუჯული გოგონები.

– ზოგი დამწვრობისას ალკოჰოლს ისვამს, ზოგი კბილის პასტას, ზოგი მაწონს, ზეთს…

– რასაც სიგრილე მოაქვს, გვსიამოვნებს. მაგალითად, მაწონი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავს, ის არ ორთქლდება, სითბოს აცლის ჩვენს კანს და გვსიამოვნებს. ალკოჰოლსაც გაგრილების ეფექტი აქვს, მაგრამ მათ დამწვრობის სამკურნალო თვისებები არა აქვს. ვერ ნახავთ ინგრედიენტს, რომელსაც არ მოიხმარენ დამწვრობისას – ზეთს, კარაქს, მაიონეზს… მანქანის ზეთწასმული გამომცხადებია პაციენტი. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ცოლის შარდით დამუშავებული დამწვრობით მომიყვანეს მამაკაცი. შეუგროვებიათ და აბაზანები გაუკეთეს… რა გითხრათ, ადამიანის ფანტაზიას საზღვრები არ აქვს.ნაცვლად იმისა, მაქსიმალურად დაიცვან ბავშვის კანი მზისგან, შიშვლებს ატანტალებენ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ქადაგიშვილი როინ შავაძის საქმეზე: წინა ხელისუფლების დროს დანაშაულებს მასიური ხასიათი რომ ჰქონდა, ეს არაერთმა გამოძიებამ, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებმა დაადასტურა
Next post ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე თავისუფალია