ოზურგეთის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა

Read Time:20 Second

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 100-მდე ბავშვი მოიწამლა, – ამის შესახებ ინფორმაციას „გურიაTV“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაციას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, მაკა ჭყონია ადასტურებს.

მისი თქმით, სააღმზრდელო პროცესი ოზურგეთის ბაღებში პირველი ოქტომბრის ნაცვლად, კორონავირუსის გამო, 15 ოქტომბერს განახლდა. უკვე მეორე დღეს კი ბავშვებში მოწამლის სიმპტომები: მაღალი სიცხე, დიარეა, ღებინება აღინიშნა.

მსგავს სიტუაციაში დღეს ოზურგეთში 11 ბაღი და 100-მდე აღსაზრდელია. სიტუაციას ეპიდემიოლოგებთან ერთად, სურსათის უვნებლობის სამსახურიც იკვლევს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია: ჟიული შარტავას, გენო ადამიას და გურამ გაბისკირიას სამშობლოში ოკუპაციას ვერასოდეს დავივიწყებთ, ყოველთვის რასაც ვაკეთებთ, ვშრომობთ, ახალ პროექტს ვიწყებთ, არის იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში, მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებას
Next post დღეს Survation-ის მიერ ჩატარებული, უპრეცედენტო მასშტაბის კვლევის შედეგები გასაჯაროვდება