ნოე სულაბერიძე ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ ერთობიან თბილისში კარანტინში მოთავსებული პაციენტები კარანტინი ცეკვა

Read Time:41 Second

ნოე სულაბერიძე ავრცელებს ვიდეოს, თუ როგორ ერთობიან თბილისში კარანტინში მოთავსებული პაციენტები
კარანტინი ცეკვა

www.facebook.com/noesulaberidzepage/videos/213400703396363
Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელზეც კორონავირუსის გამო კარანტინში მოთავსებული პაციენტების ცეკვაა ასახული. ვიდეო ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „პრაიმ შოუს“ წამყვანმა ნოე სულამბერიძემ გაავრცელა.

კადრები თბილისში, 2 მარტს, სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ მოწყობილ საკარანტინო ზონაშია გადაღებული.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.

მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაიზერ გაბრიაძე -გავანათოთ ნაქერალა, გავანათოთ ცხრა ჯვარი, დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით აქ ტურისტებს ვერ გამოლევ მსოფლიო დონის საოცრება გამოვა
Next post ნიკოლ ფაშინიანს გიორგი გახარიამ კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა