ნინო ნადირაძე: პოლონელი ექიმების დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით

Read Time:34 Second

პოლონელი ექიმების დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით. ორ ეგზემპლარად აიღეს, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

„ეჭვი გაჩნდა საზოგადოების მხრიდან, რომ მასალის აღების შესაძლებლობას არ ვაძლევდით. ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს. ამ დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით. ორ ეგზემპლარად იყო აღებული. ერთი კლინიკაში დავიტოვეთ ჩვენთვის, რომ გავაგზავნოთ და ჩვენი პასუხები გვქონდეს, მათ ჰქონდათ თავისი დალუქული. შემდგომში კიდევ რატომ დასჭირდათ ასეთი ფორმით ამის წაღება, ცოტა გასაკვირია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი კობახიძე: ისედაც ვიცოდით, რომ ისინი არიან ერთად: სააკაშვილი, არახამია და გვარამიაც ამ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელია
Next post პრემიერმინისტრი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა