პრემიერმინისტრი ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა

Read Time:24 Second

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ცაგერში, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვდა.

მიტროპოლიტმა ირაკლი ღარიბაშვილს ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის რეზიდენციაში უმასპინძლა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ პრემიერ-მინისტრი დალოცა და წარმატებები უსურვა.

პრემიერმა ცაგერში მეუფე სტეფანესთან ერთად წმინდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის მშენებარე ტაძარი დაათვალიერა. უძველესი ტაძრის აღდგენა ორი წელია მომდინარეობს. ძველი ტაძრის ნანგრევების აღდგენის პარალელურად მიმდინარეობს ტაძრისა და ეზოს სამშენებლო და მოპირკეთების სამუშაოები.

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ლერი ბარნაბიშვილი, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ნადირაძე: პოლონელი ექიმების დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: შარშან დავიწყეთ მთის დღეების აღნიშვნა და ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია, რომელიც ემსახურება მთის და მთაში მცხოვრები მოქალაქეების დაფასებას