ნიკოლ ფაშინიანი – დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა

Read Time:25 Second

დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის ​გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა, მით უმეტეს, რომ დღემდე ჩვენ რეალურად ვერ მივიღეთ გადაწყვეტილება ორგანიზაციის რეაქციაზე სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიაზე, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, ეს ფაქტები დიდ ზიანს აყენებს როგორც სომხეთს, ასევე მის ფარგლებს გარეთ ტერიტორიას და ეს არის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის თავმჯდომარეობის მთავარი წარუმატებლობა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა სომხეთი, აზერბაიჯანის მხრიდან სულ მცირე სამჯერ გახდა აგრესიის მსხვერპლი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: ვერ დავაბრალებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ფედერაციის აგენტურაა, ცოტა ხისტად გამომივა, თორემ რომ დაფიქრდე, ინტერესი, რომელიც ორივე მხარეს აქვს, ზუსტად ემთხვევა
Next post სოზარ სუბარი კელი დეგნანზე: სრულიად გაუგებარი განცხადება გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის გამოწვევის შესახებ, მართლაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა