გიორგი ვოლსკი: ვერ დავაბრალებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რუსეთის ფედერაციის აგენტურაა, ცოტა ხისტად გამომივა, თორემ რომ დაფიქრდე, ინტერესი, რომელიც ორივე მხარეს აქვს, ზუსტად ემთხვევა

Read Time:40 Second

გიორგი ვოლსკი ამერიკელი სენატორების მხრიდან საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

მან ამ პროცესში „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო პოლიტიკის ფაქტორს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ეს პარტია მხოლოდ ანტურაჟია და საუბარი უფრო დიდ ფსონებზეა და საქართველოს გარშემო უფრო დიდი ხიფათის შემცველი პოზიციებია.

ვიცე-სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს და ამ ეტაპზე საზღვარგარეთ რამდენიმე დელეგაცია იმყოფება, სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტები განახორციელა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმაც.

„მეორე საკითხია კიდევ რუსეთის ფაქტორი. არ არსებობს, რომ რუსეთს, რომელიც ამ ყველაფერს აკვირდება, არ აწყობდეს დესტაბილიზაცია საქართველოში, რომ მისი ალტერნატიული დერეფანი არ გაიხსნას ენერგორესურსებისთვის. ვერ დავაბრალებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის რუსეთის ფედერაციის აგენტურა, ცოტა ხისტად გამომივა, თორემ ისე რომ დაფიქრდე, ინტერესი, რომელიც აქვს ორივე მხარეს, ზუსტად ემთხვევა, ოღონდ სხვადასხვა მიზანი აქვს ერთსაც და მეორესაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი: მერაბიშვილის ფიგურა სპეციალურადაა წამოწეული, ეს არის გზავნილი – თუ ჩვენ სისხლის გუბეები დავაყენეთ, ეს საჭირო იყო, შეცდომა კი არ არის, ასე უნდა გვემართა, იმიტომ რომ წესრიგი იყო დასამყარებელი
Next post ნიკოლ ფაშინიანი – დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა