სოზარ სუბარი კელი დეგნანზე: სრულიად გაუგებარი განცხადება გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის გამოწვევის შესახებ, მართლაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა

Read Time:50 Second

მიუხედავად იმ ძალიან არადიპლომატიური, არასამართლიანი და შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომელიც „ხალხის ძალაზე“ აქვს გაკეთებული და იმ არცთუ ძალიან მეგობრული განცხადებებისა, რომელსაც ზოგჯერ აკეთებს საქართველოს მისამართით, მართლაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა გუშინ და ერთგვარი სიბრალულიც კი ვიგრძენი მის მიმართ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა სოზარ სუბარმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მისამართით გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„სრულიად გაუგებარი განცხადება გააკეთა ამ ოლიგარქიის კანონის გამოწვევის შესახებ, რომელიც არ დასტურდება არსად და რომელსაც არ აქვს არანაირი საფუძველი. რა მოხდა, ვინ შეიყვანა შეცდომაში – მართლა განზრახვა ჰქონდათ რომ გამოეწვიათ და ამას წინასწარ ჰქონდა ეს ინფორმაცია თუ რა მოხდა, ეს მართლაც გაუგებარია. ამ შეცდომის უკან იდგა ძალიან ცუდი განზრახვა, რომ თურმე ის რაც კარგია უკრაინაში, საქართველოში როგორც ჩანს არ უნდა იყოს კარგი და მაინც გააგზავნეთ თქვენო. თუმცა, იმათ არ სთხოვენ გაგზავნას, რაც არ მგონია, რომ მეგობრული განცხადება უნდა იყოს. ეს არის საქართველოს საწინააღმდეგო განცხადება. ოპოზიცია, რომელსაც არ უნდა საქართველოს ევროკავშირში გაერთიანება და ყველაფერს აკეთებს ამისთვის, ის რა თქმა უნდა საქართველოს ებრძვის და უბრალოდ ასრულებს იმ დავალებას, რომელსაც აგენტებს აძლევენ ქვეყნის გარედან“, – განაცხადა სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნიკოლ ფაშინიანი – დამთრგუნველია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში სომხეთის გაწევრიანებამ აზერბაიჯანის აგრესიული ქმედებები ვერ შეაჩერა
Next post გიორგი ვოლსკი დეოლიგარქიზაციის კანონზე: მე ასე წარმომიდგენია, რომ საბოლოოდ ლოგიკასთან ყველაზე დაახლოებული ვარიანტი იქნება მიღებული