გიორგი ვოლსკი დეოლიგარქიზაციის კანონზე: მე ასე წარმომიდგენია, რომ საბოლოოდ ლოგიკასთან ყველაზე დაახლოებული ვარიანტი იქნება მიღებული

Read Time:1 Minute, 6 Second

პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესის დასასრული წარმომიდგენია, რომ მიღებული იქნება ლოგიკასთან ყველაზე დაახლოებული ვარიანტი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გადაცემა „იმედი LIVE“-ში დეოლიგარქიზაციის კანონზე საუბრისას განაცხადა.

„დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით სპეკულაციები იმდენად დამძიმდა ამ სულელური არალოგიკური შეფასებებით, რომ მე არ მგონია, რომ ეს საერთოდ ვინმეს [ვენეციის კომისიას] უნდა გადავუგზავნოთ. მაგრამ პოლიტიკურმა კონიუნქტურამ მოიტანა სიტუაცია, რომ ჩვენმა უკან დახევამ შეიძლება რაღაც გამოიწვიოს – დამატებითი რესურსი მივცეთ ხელში. უკრაინული კანონი პრიმიტიულია – პოლიტიკაში ჩარეული ადამიანი მართავს მედიას და ამას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციისთვის. არსებობს კიდევ დამატებითი მოსაზრებები, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში გაუგებრობა გამოიწვიოს. ესენი [ოპოზიცია] ამბობენ, რომ შეძლებული ადამიანი თუ არის, გარკვეულ ქონებას თუ ფლობს და ამასთანავე, თუ ხელისუფლებაში ვიღაცები არიან ვინც მასთან იყვნენ დაკავშირებულები და ამან თუ გადაწყვიტა, რომ რაღაც უკანონობა ჩაიდინოს, მაშინ ის ხალხი, ვინც ხელისუფლებაშია, ამას თავისი უკანონობისთვის პასუხს არ მოსთხოვს. ამიტომ საერთოდ ყველაფერს თავი უნდა დაანებოს, ხელი მოაწეროს იმას, რომ არათუ არ ერევა არაფერში, არამედ არც ბიზნესთან, არც პოლიტიკასთან, არაფერთან არ უნდა ჰქონდეს კავშირი. ესენი აძლიერებენ თავიანთ პოზიციას, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მოვიდა ხელისუფლებაში, მოიყვანა თავისი გუნდი, გავიდა ახლა პოლიტიკიდან. რა ქნან, როგორ მიადგნენ ივანიშვილს? – ასეთი კანონპროექტი შემოგვთავაზეს. ჩვენ ვეუბნებით, რომ არსებობს უკრაინული კანონი, ტყუილია რომ ის გაიწვიეს, თუმცა, შესაძლოა ფიქრობდნენ უკან გაწვევაზე.

პროცესი მიმდინარეობს. ამ პროცესის დასასრული წარმომიდგენია, რომ მიღებული იქნება ლოგიკასთან ყველაზე დაახლოებული ვარიანტი. ადამიანის პირველი დამახასიათებელი ნიშანი უნდა იყოს ფულის შოვნის პერიოდში მისი უზნეობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი კელი დეგნანზე: სრულიად გაუგებარი განცხადება გააკეთა დეოლიგარქიზაციის კანონის გამოწვევის შესახებ, მართლაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა
Next post ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა არის ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს