ნენსი პელოსი – ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს

Read Time:41 Second

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს.

ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ხორვატიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.

„ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნაკლებად უსაფრთხო ადგილად ქმნიან. პირველ რიგში, ჩვენ უნდა შევძლოთ დრონებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. თქვენ ხედავთ, რომ უკრაინელები გარკვეულწილად წარმატებით აჩერებენ მათ, თუმცა ის სახიფათო ტექნოლოგიაა და უნდა შეჩერდეს. ირანის დაკავშირება რუსეთთან მესიჯი უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომელთაც შესაძლოა, თავის შეკავება სურთ გარკვეულ გლობალურ ორგანიზაციებში კენჭისყრისას, რუსეთთან ურთიერთობისას, კარგად დაფიქრდნენ“, – განაცხადა ნენსი პელოსმა.

ნენსი პელოსის თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც, თუ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში, „რესპუბლიკური პარტია“ მოიპოვებს უმრავლესობას.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე: არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში, როგორიც საქართველოა
Next post ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს