ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს

Read Time:32 Second

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა ჰაარეცის დემოკრატიულ სამიტში ვიდეოკონფერენციის სახით მიიღო მონაწილეობა და ისრაელს მოუწოდა, განსაზღვროს, სურთ თუ არა დემოკრატიულ სამყაროსთან ყოფნა.

„დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრული განადგურება ემუქრება?“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ისრაელს სამედიცინო დახმარებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა სამხედრო დახმარებასაც მიიღებს, რომლითაც საჰაერო თავდასხმების პრევენციას შეძლებენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 17 ოქტომბერს ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების დროს განადგურდა ის საცხოვრებელი სახლი, რომელიც მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნენსი პელოსი – ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს
Next post Red Bull-ის დამფუძნებელი დიტრიხ მატეშიცი გარდაიცვალა