არჩილ თალაკვაძე: არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში, როგორიც საქართველოა

Read Time:50 Second

ევროპის გაფართოება არის გარდაუვალი და საჭიროც. ეს მოვისმინეთ დღეს ჩვენ ორმხრივ შეხვედრებზე. არა მხოლოდ საქართველოს სჭირდება, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, არამედ ევროპასაც სჭირდება, რომ ჰყავდეს ისეთი პარტნიორი და წევრი ოჯახში როგორიც საქართველოა. ამისთვის საჭიროა ინსტიტუციური რეფორმების დასრულება და იმ საქმის ბოლომდე მიყვანა, რაც ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად დავიწყეთ და ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად ვასრულებთ ამ სამუშაო, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ორმხრივ შეხვედრებზე ევროპელ პარტნიორებთან განხილული იყო საქართველოს პროგრესი, ასევე, რეკომენდაციების შესრულების საკითხი და ქვეყნის ევროპული მომავალი.

„პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ძალიან დიდი მხარდაჭერა და ასევე, პოზიტიური მოლოდინი. პირდაპირი გზავნილები მოვისმინეთ, რომ საქართველო, რა თქმა უნდა, არის ევროპული ოჯახის წევრი და იმისათვის, რომ ეს გაფორმდეს საჭიროა ჩვენ ყველამ ერთად, მოქალაქეებმა და იმ პოლიტიკურმა პარტიებმა, ვისაც ქვეყნის მომავალი მართლაც აინტერესებს, გავაკეთოთ საქმე, რაც ქვეყანას სჭირდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციის ჩართულობაც. ევროპაში ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოში რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციასაც სჭირდება, რომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ხალხის ძალაში“ აცხადებენ, რომ მოძრაობას 200-მდე ახალი წევრი შეემატა
Next post ნენსი პელოსი – ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს