ნანა ლორთქიფანიძე: რატომ აწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა? თუ „ოცნება“ განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხენ ამბავს, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო

Read Time:1 Minute, 13 Second

რატომ აწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა მიშამ და ნაცებმა? თუ „ქართული ოცნება“ განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხენ ამბავს შიგნითაც და გარეთაც, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო. თუ პირიქით, მკაფიოდ გაიმეორებენ იმას, რაც თვითონ ჩაწერა „ქართულმა ოცნებამ“ კონსტიტუციაში ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით, დღევანდელ სიტუაციაში ეგ ნიშნავს რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას და არსაიდან საბაბის მიცემას. თან რუსეთს ომი ოთხმილიონიან ქვეყანასთან ათჯერ ურჩევნია, ვიდრე ორმოცმილიონიან უკრაინასთან…- ამის შესახებ მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოცნებაში მიუხვდნენ, რუსულკაუჭიან ანკესზე არ წამოეგნენ და საერთოდ არ შევიდნენ თემაში.

„რატომ აწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა მიშამ და ნაცებმა? თუ „ქართული ოცნება“ განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხენ ამბავს შიგნითაც და გარეთაც, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო. თუ პირიქით, მკაფიოდ გაიმეორებენ იმას, რაც თვითონ ჩაწერა “ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუციაში ნატოს და ევროკავშირის მიმართულებით, დღევანდელ სიტუაციაში ეგ ნიშნავს რუსეთისთვის წითელი ნაჭრის აფრიალებას და არსაიდან საბაბის მიცემას. თან რუსეთს ომი ოთხმილიონიან ქვეყანასთან ათჯერ ურჩევნია, ვიდრე ორმოცმილიონიან უკრაინასთან…
„ოცნებაში“ ჭკუა ეყოთ, მიუხვდნენ, ამ რუსულკაუჭიან ანკესზე არ წამოეგნენ და საერთოდ არ შევიდნენ თემაში. დღეს ასეთი პოლიტიკა ფიზიკური გადარჩენის დონეზე მნიშვნელოვანია, ხვალ ახალი გეგმები იქნება გასაწერი, ეროვნული, ქართული, ევროპული! ახლა რაც შეეხება თემის „გაპიარების“ ავტორებს: მე თუ არასწორად გავიგე რამე, ვინმემ მიპასუხეთ, რა აუცილებლობას წარმოადგენს შუა ომის დროს ამ თემაზე საუბარი? მაინცდამაინც ახლა რატომ არის ეს აუცილებელი? თქვენ მოღალატეები არ ხართ, თქვენ თავად ხართ მტრები ოკუპანტთან ერთად, მოღალატეა ის, ვინც თქვენი და პუტინის საქმეს აკეთებს!“ – წერს ნანა ლორთქიფანიძე Facebook-ზე.

https://www.facebook.com/lortkipanidzenana

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლევან იოსელიანი: გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში მას ვეთანხმები
Next post ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს თავისი ქმედებისთვის