ლევან იოსელიანი: გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში მას ვეთანხმები

Read Time:41 Second

„მოქალაქეების“ დეპუტატის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს“. როგორც მან „პალიტრანიუსის“ ეთერში თქვა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ ხელისუფლება ქვეყნის გარეთ სწორ ნაბიჯებს დგამს, ეთანხმება.

„გრიგოლ ვაშაძის განცხადებებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში გრიგოლ ვაშაძეს ვეთანხმები, რადგან მე ვარ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი და ვიცი, იქ რა ნაბიჯებს ვდგამთ ერთად, მმართველი პარტია და ოპოზიცია. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს უკრაინის მხარდაჭერაზე უარი ეთქვა. გრიგოლ ვაშაძე ძალიან უსამართლოდ დააბულინგეს ამ განცხადების გამო”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

უკრაინის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებულ საგარეო პოლიტიკას იწონებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე. „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე , უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე, ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვასა და ჰააგის სასამართლოში ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ საქმის გამოძიების დაწყებაზე. ვაშაძე ამბობს, რომ ამ საკითხების მიმართ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გუბაზ სანიკიძე-უკრაინელებისგან რაღაცები უნდა ვისწავლოთ, ბოდიში მომითხოვია და ქართველები ნუ ვიბრიქებით
Next post ნანა ლორთქიფანიძე: რატომ აწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა? თუ „ოცნება“ განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხენ ამბავს, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო