გუბაზ სანიკიძე-უკრაინელებისგან რაღაცები უნდა ვისწავლოთ, ბოდიში მომითხოვია და ქართველები ნუ ვიბრიქებით

Read Time:42 Second

„უკრაინელი გლეხები ჩიტებივით ნადირობენ რუსებზე ტყეებში, შუაზე გააპეს მათი სანაქებო წითელი არმია“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ „პალიტრას“ ეთერში რუსეთ-უკრაინის ომზე საუბრისას განაცხადა.

სანიკიძე ამბობს, რომ უკრაინელები არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ დასავლეთისთვის საუკეთესო მასწავლებლები არიან.

„რუსულმა არმიამ პირდაპირ შეტაკებაში ყველგან ბრძოლა წააგო. ყველგან გარბიან, ყველგან ტექნიკას ყრიან. უკრაინელი გლეხები ჩიტებივით ნადირობენ რუსებზე ტყეებში… ასევე უკრაინელი ბოშები. ეს არის ცივილიზებული შოკი რუსებისთვის. იმიტომ რომ რუსების მთელი ისტორია არის „ჩვენზე მაგარი არავინაა, ჩვენ ვერავინ ვერ გვერევა“.

მარტო უკრაინამ, რომელიც 4 ჯერ ნაკლებია მოსახლეობით რუსეთზე, შუაზე გააპო მათი სანაქებო წითელი არმია. რაღაცები უნდა ვისწავლოთ, ბოდიში მომითხოვია და ნუ ვიბრიქებით ქართველები. საუკეთესო მასწავლებლები არიან ჩვენთვისაც და დასავლეთისთვისაც. რატომ აქვს უკრაინას ასეთი მხარდაჭერა?

იმიტომ კი არა რომ პოლიტიკურმა ელიტამ გადაწყვიტა, არა … ჩვეულებრივ ევროპელებს და ამერიკელებს დიდი სიმპათია აქვთ. მთელი მსოფლიო მხარს უჭერს, ახრჩობენ თავიანთ ხელისუფლებებს და ადმინისტრაციებს, რომ უკრაინას დაეხმარონ“, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რეჯეფ თაიფ ერდოღანი – საქმის კურსში ვართ ცეცხლის შეწყვეტის პირობების სირთულეებზე, თუმცა გავაგრძელებთ ძალისხმევას, რადგან მიგვაჩნია, რომ დიპლომატია ერთადერთი გამოსავალია
Next post ლევან იოსელიანი: გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ ქვეყნის გარეთ ხელისუფლება სწორ ნაბიჯებს დგამს და ამ განცხადებაში მას ვეთანხმები