ჯო ბაიდენი: უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს თავისი ქმედებისთვის

Read Time:38 Second

პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, თუმცა უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

„ხვალ ევროპაში მივემგზავრები ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან შესახვედრად ზუსტად ერთი თვის შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში თავისი სასტიკი ომი წამოიწყო. ჩემი პირველი გაჩერება ბელგიაა, სადაც შევხვდები ნატოს მოკავშირეებს, G7-ის ლიდერებსა და ევროკავშირის ლიდერებს, რათა განვიხილოთ ჩვენი ძალისხმევა უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთს მისი შეჭრისთვის მძიმე ხარჯები დავაკისროთ. შემდეგ მე გავემგზავრები პოლონეთში, რათა გავმართო ორმხრივი შეხვედრა პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან. მოუთმენლად ველი ჩვენი რეაგირების განხილვას ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა კრიზისზე, რომელიც რუსეთმა უკრაინაში შექმნა. დასავლეთი ერთიანია ჩვენი დემოკრატიის დაცვაში. პუტინი ფიქრობდა, რომ დაგვყოფდა, თუმცა ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე უახლეს ისტორიაში. უკრაინის გვერდით ვდგავართ და გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ პუტინმა მძიმე ეკონომიკური ფასი გადაიხადოს თავისი ქმედებისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნანა ლორთქიფანიძე: რატომ აწიეს მაინცდამაინც ახლა ნეიტრალიტეტის თემა? თუ „ოცნება“ განცხადებებში ოდნავ მაინც დაუშვებს ამაზე მსჯელობის ალბათობას, ატეხენ ამბავს, ესენი უარს ამბობენ ევროკავშირზე და ნატოზე, რუსეთუმეები არიანო
Next post ფეისბუკგვერდი „სინამდვილეში“ – სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის კამპანიაში „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ ჩაერთო