ნათია მეზვრიშვილი: „ოცნებისა” და რუსეთის „მესიჯებში“ ზუსტ თანხვედრას ვხედავთ

Read Time:1 Minute, 1 Second

ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიულ ადგილი, სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ბუნდესტაგის დელეგაციისა და მათი წარმომადგენლების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის სურათი ძალიან ნათელია – საქართველოს არ ჰყავს პროდასავლური ხელისუფლება, სამწუხაროდ. ქვეყნის საგარეო კურსი არის შეცვლილი. კონკრეტული სტრატეგია, რაც ხელისუფლებას აქვს, კონკრეტული გადაწყვეტილებები, რასაც ხელისუფლება იღებს, იღებენ რუსეთის ინტერესებში და ხშირად ეს გადაწყვეტილებები მიიღება რუსეთთან საეჭვო კოორდინაციით. ვხედავთ ზუსტ თანხვედრას “ოცნების” “მესიჯებში’ და რუსეთის “მესიჯებში”, ამიტომ დასავლეთისთვის სურათი ნათელია: საქართველოს დღეს ანტიდასავლური ხელისუფლება ჰყავს. თუმცა დასავლელი პარტნიორებისთვის ნათელია ის, თუ სად დგას ქართველ ხალხი”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, არსებობს რისკები, რომ მოვლენები რადიკალურად განვითარდეს, რადგან საქართველოს “საგარეო კურსი შეგვიცვალეს”.

“ვხედავთ რისკებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა რადიკალურად განვითარდეს მოვლენები, რისი სურვილი ჩვენ არ გვაქვს, მხოლოდ “ოცნების” და რუსეთის ინტერესში შედის.

ჩვენ გვჭირდება კანდიდატის სტატუსი, იმიტომ რომ ქვეყანა დავაბრუნოთ იქ, სადაც არის მისი ისტორიულ ადგილი. სხვა გზა მშვიდობიანი ცვლილებებისთვის არ არსებობს. არამშვიდობიანი გზა აწყობს რუსეთს.

მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ საგარეო კურსი შეგვიცვალეს. ახლა მთავარია, როგორ მოვაშოროთ მშვიდობიანი გზით, ის ხელისუფლება, რომელმაც საგარეო კურსი შეგვიცვალა.

არაფორმალური შეხვედრა იყო, მაგრამ ბუნდესტაგის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი, ჩემი პოზიცია დავაფიქსირე ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ლომჯარია: ხელისუფლების პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ნებისმიერი საპროტესტო მუხტი ძირშივე აღკვეთონ
Next post ელისო ბოლქვაძის მხარდაჭერით, ქართველი პიანისტები ბუდაპეშტის საკონცერტო სეზონებში მიიღებენ მონაწილეობას