ნათია თურნავა: სესხების თანადაფინანსების პროგრამის გახანგრძლივება მიმართულია დასაქმების შენარჩუნებაზე

Read Time:34 Second

ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, კერძოდ ტურიზმის ინდუსტრიას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს თანადაფინანსების პროგრამა 1 წლამდე გახანგრძლივდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„დღეს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა მცირე და საოჯახო ტიპის სასტუმროების მხარდაჭერის გაგრძელება. ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვეხმარებით ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, კერძოდ ტურიზმის ინდუსტრიას. დღევანდელი გადაწყვეტილებით, ეს თანადაფინანსების პროგრამა 1 წლამდე გახანგრძლივდება. იმ სასტუმროებს, რომლებმაც უკვე მოგვმართეს, დამატებითი აპლიკაციის წარმოდგენა არ დასჭირდება. ისინი კი, ვინც ჯერ არ მონაწილეობდა, ერთი თვის განმავლობაში შეძლებს, მიმართოს დამფინანსებელ ბანკებს და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“. ეს არის დროული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია დასაქმების შენარჩუნებაზე. პანდემია პოზიციებს არ თმობს და ტურიზმი დიდად დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე, ამიტომ ეკონომიკის ეს სეგმენტი დახმარებას საჭიროებს“, – განაცხადა თურნავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი გახარია – ვაშლის სუბსიდირების პროგრამის საშუალებით, ნებისმიერი ფერმერი არასტანდარტულ ვაშლში 22 თეთრს მიიღებს
Next post მარინა ეზუგბაია: 4 ახალი პაციენტის წყაროს დასადგენად ​ეპიდკვლევა მიმდინარეობს