ნათია თურნავა – სატვირთო გადაზიდვები ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია, რომელიც აქტიურად ვითარდება

Read Time:1 Minute, 2 Second

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ეკონომიკის აღდგენის პარალელურად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი, რომელიც აქტიურად ვითარდება, სატვირთო გადაზიდვებია – პირველი ექვსი თვის მონაცემებით, ყველა სახის ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდული ტვირთების ზრდამ დაახლოებით 13% შეადგინა.

ნათია თურნავას განცხადებით, საუბარია საქართველოს გავლით და საქართველოს მიმართულებით გადაზიდულ ტვირთებზე.

„განსაკუთრებით მაღალი ტემპით იზრდება სახმელეთო ტრანსპორტით გადაზიდული ტვირთები, რაც, კოვიდპანდემიის მიუხედავად, არ გაგვიჩერებია და პირიქით, მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დერეფანი ძალიან აქტიურად ამოქმედდა. ასევე ძალიან მაღალი ტემპით ვითარდება გადაზიდვები  ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო მაგისტრალით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის კონტეინერული ტვირთები, რომლებიც მიემართება ჩინეთიდან ან ჩინეთისკენ ე.წ. შუა დერეფნის გავლით, რომლის ერთ-ერთი სტრატეგიული ნაწილი საქართველოა. უნდა ითქვას, რომ ეს დერეფანი ნამდვილად შედგა და თუ ზრდის ტემპებს შევხედავთ, ჩინეთიდან მომავალი ან ჩინეთისკენ მიმავალი კონტეინერით გადაზიდული ტვირთების პრაქტიკულად გასამმაგება ხდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

2021 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოს სატრანსპორტო დარგების (საავტომობილო, რკინიგზა, სამოქალაქო ავიაცია) მიერ საერთაშორისო გადაზიდვებით გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 11.0 მილიონი ტონა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.7%-ით მეტია (9.8 მილიონი ტონა). აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში ზრდა დაფიქსირდა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მეშვეობით გადაზიდული ტვირთების რაოდენობის მხრივ, რომლის მაჩვენებელმაც 8.8 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაზიდული ტვირთების რაოდენობაზე 23.4%-ით მეტია (7.1 ათასი ტონა).

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნათია მეზვრიშვილი – რამდენიმე თვეა, ხელისუფლებამ გაამრავალფეროვნა ზეწოლის, მუქარის და პოლიტიკური ნიშნით დევნის მეთოდები
Next post თენგიზ ცერცვაძე – დღეში 30, 40 და 50 გარდაცვალება ძალიან მძიმეა საქართველოსთვის, მაგრამ ეს გამოწვეულია კოვიდინფიცირებულთა კატასტროფულად მაღალი რიცხვით, ვაქცინაციის დაბალი მოცვით და არა ცუდი კლინიკური მართვით