ნათია თურნავა: “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხვდებით
როგორც მე, ასევე ლევან დავითაშვილი მზად ვართ, რომ „რიონის მცველებს“, როგორც ერთ-ერთ აქტიურ ჯგუფს, რომლებიც კითხვებს სვამენ, საჯაროდ შევხვდეთ მათთვის მისაღებ ფორმატში. იმედი გვაქვს, რომ ყველა კითხვაზე პასუხს გავცემთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პროტესტს,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ცაგერში „ნამახვანი ჰესის“ პროექტის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბრისას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრას მართავენ. პირველი შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში მიმდინარეობს.
მინისტრის განცხადებით, ხალხთან, რომლებიც „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ, აუცილებელია დიალოგი, შეხვედრების გამართვა და მეტი განმარტება.
„ვფიქრობ, როდესაც ადამიანები გულწრფელად გამოხატავენ პოზიციას და არ არიან ანგაჟირებულები პოლიტიკურად, არ აქვთ რაღაც ნეგატიური დღის წესრიგი და მე გულწრფელად მჯერა, რომ სწორედ ასეთი ადამიანები არიან „რიონის მცველები“, ვინც იქ გამოხატავს პროტესტს, ყოველთვის მოინახება შეთანხმების კონსტრუქციული პლატფორმა,“ – განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავას განცხადებით, შეხვედრები უნდა იყოს გულწრფელი, დიალოგი კი – საქმიანი. მისი შეფასებით, შეხვედრებზე უნდა ხდებოდეს კონკრეტული პასუხების მიწოდება და ნაკლები დესტრუქცია და პოპულიზმი – ეს არ უნდა იყოს „შეხვედრა შეხვედრისთვის“
„ვეცდებით ყველანაირად, ყველა დაინტერესებული პირი დავარწმუნოთ, რომ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობისთვის ნამახვანი და მსგავსი ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც იმპორტზე ნაკლებდამოკიდებულს გაგვხდიან, აუცილებლად უნდა აშენდეს, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების გამო, ჩვენ მოვაკელით კომუნიკაცია მოსახლეობას და ამიტომაც დაგროვდა ამდენი შეკითხვა. ჩვენ ვხედავთ ამ პრობლემას. პრემიერ-მინისტრმა მკაფიო დავალება მოგვცა, რომ აღმოვფხვრათ კომუნიკაციის ნაკლებობა და მაქსიმალური განმარტებები გავაკეთოთ. გარდა ამისა, ვეცდებით გავითვალისწინოთ ის, რაც იქნება რაციონალური. ყოველთვის არის პლატფორმა დიალოგისთვის, ამიტომ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს შევხდებით,“ – განაცხადა მინისტრმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს საპატრიარქო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს აპროტესტებენ, განცხადებას ავრცელებს. „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს იესო...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „საგანმანათლებლო STEM პროექტების კონკურსში“ გამარჯვებული სასკოლო გუნდები გამოავლინეს
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში STEM ინოვატორთა ასოციაციის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის - „საგანმანათლებლო STEM პროექტების...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე ორი გრანპრი მოიპოვა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ- „მოდინახე“, სტუდენტური და ახალგაზრდული თეატრების მსოფლიო ფესტივალზე მთავარი ჯილდო და ასევე, ტურისტული სააგენტოების დაწესებული გრანპრი მოიპოვა....
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...