მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ

Read Time:30 Second

მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

კერძოდ, ერთ შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა პოლიციის კორდონს მიღმა გამოსვლა და იმ მხარეს გადასვლა შეძლო, სადაც ოპოზიციონერი ლიდერები და მათი მხარდამჭერები აქციას მართავენ, ამის შემდეგ კი მმართველი გუნდის აქტივისტი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

გარდა ამისა, იყო დაპირისპირების რამდენიმე სხვა შემთხვევაც.

“ხელი აიწიეთ აბა, რომლებმა ცემეთ გუშინ ბავშვები? სამარცვინოებო”, – ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ “კონტრაქციის მონაწილეებს.

 

ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” აქციის მონაწილეებს შორის პოლიციის კორდონია განთავსებული. ოპოზიციის ლიდერების სიტყვით გამოსვლები შეძახილების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოფელ გრემში ხანძრის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
Next post გიგი უგულავა ხელისუფლებას – დააბრუნეთ არჩევნები და დავეჭიდოთ არჩევნებზე, თუ თავი გაქვთ!