სოფელ გრემში ხანძრის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

Read Time:21 Second

სოფელ გრემში გაჩენილი ხანძრის დროს დაშავებული 30 წლის ქალი გარდაიცვალა. მარი ეჟიშვილი 50%-იანი დამწვრობით თბილისის დამწვრობის ცენტრში მკურნალობდა.

ის თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი თბილისში ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

შემთხვევა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში 26 ნოემბერს მოხდა. ორსართულიან სახლს ცეცხლი სავარაუდოდ, შეშის ღუმელიდან გაუჩნდა.

ხანძარს ასევე ემსხვერპლა 10 წლის ბავშვი, კიდევ ორი ადამიანი – 6 წლის ბავშვი და ახალგაზრდა ქალი კი, რომელიც დღეს გარდაცვლილი ქალის დაა, დაშავდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოდან სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტოს
Next post მცხეთის მერიასთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ