მაია ცქიტიშვილი არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოდან სახელმწიფომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება გაწყვიტოს

Read Time:35 Second

ყველა ვადას უკვე დასასრული უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მიმდინარეობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, 31 დეკემბერს იწურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული, მორიგ ჯერზე გახანგრძლივებული ვადა, რის შემდეგაც მთავრობა უკვე შესაბამის ქმედებებს განახორციელებს.

“ინტერპრესნიუსის”კითხვაზე, „შესაბამის ქმედებებში“ მოიაზრება თუ არა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულების გაწყვეტა, მინისტრი აცხადებს, რომ უსასრულოდ ვერ გაგრძელდება ისეთ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელიც ვალდებულებებს ვერ ასრულებს.

“პრაქტიკულად ორი წლით გახანგრძლივდა ვადა. ეს ვადა პროექტის განხორციელებისთვის იყო გამოყოფილი. იმის გათვალისწინებით, რომ უკლებლივ ყველა ვთანხმდებით, რომ ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ის პასუხისმგებლობაც, რომ უსასრულოდ არ გაგრძელდეს იმ ინვესტორთან თანამშრომლობა, რომელსაც სამწუხაროდ, აქვს სირთულეები საკუთარი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით,“ – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შს მინისტრი – სამწუხაროდ, ასეა ხოლმე, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან ყოველთვის მტყუანი
Next post სოფელ გრემში ხანძრის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა