შს მინისტრი – სამწუხაროდ, ასეა ხოლმე, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან ყოველთვის მტყუანი
„სულ ყოველთვის, სამწუხაროდ, ასეა ხოლმე, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან მტყუანი“, – ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიას ქუთაისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის დაპირისპირების თაობაზე დასმულ კითხვას.
მინისტრის თქმით, დაპირისპირება ცუდია, თუმცა პოლიციამ ორივე მხარეს არაერთხელ მოუწოდა სიმშვიდისკენ.
„სულ ყოველთვის, სამწუხაროდ, ასეა ხოლმე, რომ მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან მტყუანები. მოდი, ამ მხრივ თუნდაც ავიღოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი, მივიდნენ „ქართული ოცნების“ მომხრეები და პროტესტი გამოთქვეს, სტიკერებს აკრავენ,თუ „კრასკავენ“, თუ საღებავს ასხამენ , ეს მეორე თემაა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მოუვიდათ დაპირისპირება, ვინ უნდა გაწიოს პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიდან, „ქართული ოცნების“ მომხრეები თუ „ნაციონალური მოძრაობის“? ძალიან ცუდია და არ უნდა ხდებოდეს დაპირისპირება, ახალგაზრდები არიან, ქართველები არიან, ჩვენი მოქალაქეები არიან, თუმცა ამ შემთხვევაში პოლიციამ მოუწოდა, ისინი დაწვნენ ძირს, არ დგებოდნენ, სამწუხაროდ, ერთი შეუძლოდ გახდა , სასწრაფომ გადაიყვანა, ამ დროს პოლიციამ რა უნდა ქნას?ესენი არ დგებიან, ვისი ოფისიც არის ისინი დგანან და აგრესიას გამოხატავენ, მოუწოდებენ, რომ გადით, ორივე მხარეს იყო დაპირისპირება, პოლიციამ რა გააკეთოს?თუ მოკიდებს ხალხს და ძალით ჩასვამს მანქანაში, ამბობენ პოლიციამ დააკავა და რატომ აკეთებს ამას, როცა არ აკეთებს -რატომ არ აკეთებს. ძალიან რთულია, ძნელია ამ ადამიანებისთვისაც ხომ?“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, რატომ არ დაიწყო ქუთაისში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით გამოძიება, მინისტრმა ასე უპასუხა: ქუთაისში არ მახსოვს, მაგრამ მცხეთაში დაწყებულია, ვიცი, თბილისზეც დაწყებულია“.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
გურამ მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონში არც პირველი და არც მეორე მოსმენით განხილვისას, არავის შეუტანია ცვლილება ამ კანონის ფიზიკურ პირებზე გავრცელებასთან დაკავშირებით
"ეს არის პრაქტიკულად ქართველი ხალხის გამარჯვება - აგონიაში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა უკვე დაიწყო კანონის კითხვა, თან გაუკუღმართებულად,” - განაცხადა გურამ...
ვეტოს პროცედურა კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია განხორციელდეს მოტივირებული შენიშვნების გარეშე – გივი მიქანაძე
საკანონმდებლო ორგანო ვენეციის კომისიის დასკვნისა და პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია. მმართველი გუნდი მზად არის, ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივი შენიშვნები განიხილოს...
ლევან ხაბეიშვილი: წლებია, მხოლოდ სიძულვილს, ბოროტებას და დაპირისპირებას თესავთ – სამაგიეროს მიიღებთ ხალხის სიმტკიცით, ერთობით, სიყვარულით და სიძულვილის დამარცხებით
“წამლავენ ახალგაზრდებს, თავებს უტეხავენ, სახის ძვლებს უმტვრევენ, სადარბაზოებთან ნიღბიანებს ახვედრებენ, მათ მშობლებს აშანტაჟებენ, ემუქრებიან ღია სატელეფონო ზარებით შვილის ლიკვიდაციით. თუ...
მტკიცედ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება არის ერთიანი და ამ ერთიანობას აქვს უდიდესი შინაარსი – ოჯახის ფასეულობათა დაცვით ქვეყნის სუვერენიტეტისა და ღირსების დაცვა – რატი იონათამიშვილი
ძალიან ამაღელვებელია იმის ხილვა, რომ ოჯახის სიწმინდის დღეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ასობით ათასი ადამიანი ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი...
მიხეილ ყაველაშვილი: ოჯახური ურთიერთობები ჩვენი მონაპოვარიც არის და უპირატესობაც, ახლა კი ვხედავთ, რომ სწორედ ამას ეხებიან
„ფაქტია, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ღირებულებებს ებრძვიან და შეიძლება საქილიკოდ ჟღერდეს, მაგრამ სწორედ საქართველო იყოს კატალიზატორი და...
პატრიარქი: ყოვლად წმინდაო ღვთისმშობელო, გადააფარე საქართველოს შენი კალთა. საქართველოვ, მიყვარხარ!
საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ჩვენ ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, – ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...