“მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რასაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები. ესენი არიან ოჯახის წევრები და სხვა ნდობით აღჭურვილი პირები”, − რატი ბრეგაძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე

Read Time:32 Second

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ ადვოკატის გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, მსჯავრდებულს მედიკამენტებს სამედიცინო პერსონალი აწვდის, საკვებს კი, მხოლოდ ნდობით აღჭურვილი პირებისაგან იღებს:

„მედიკამენტებს, მას, ბუნებრივია, აწვდის სამედიცინო პერსონალი. შესაბამისად, თუკი ვინმე ბედავს და ექიმზე განაცხადებს, რომ მან შეიძლება ვინმე მოწამლოს, არის სრულიად ამორალური. რაც შეეხება საკვებს, მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რასაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები. ესენი არიან ოჯახის წევრები და სხვა ნდობით აღჭურვილი პირები, რომლებზეც მან განაცხადა თანხმობა“, − განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე იუსტიციის სამინისტროს ჰქონდა მყისიერი რეაქცია და დაუყოვნებლივ მიმართა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, მაგრამ მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რატი ბრეგაძე: „პატიმრობა, ზოგადად, დაკავშირებულია სტრესთან. სხვაგვარად ეს წარმოუდგენელიც არის“
Next post გიული ალასანია – სააკაშვილის საკითხზე იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან რაც მოვისმინე, განწყობა სწორია, ამბობენ, რომ სასამართლოში უნდა შევიდეს განაცხადი, დოკუმენტები და იქ განიხილონ