გიული ალასანია – სააკაშვილის საკითხზე იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან რაც მოვისმინე, განწყობა სწორია, ამბობენ, რომ სასამართლოში უნდა შევიდეს განაცხადი, დოკუმენტები და იქ განიხილონ

Read Time:1 Minute, 2 Second

იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან რაც მოვისმინე, განწყობა კარგია, სწორია. ე.ი. ადამიანები ამბობენ, რომ უნდა შევიდეს განაცხადი, დოკუმენტები სასამართლოში და სასამართლომ განიხილოს, სწორია, აბა ვინ უნდა განიხილოს?, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა.

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცვლელია და საჭიროა, მისი გადაყვანა.

ამასთან, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს უკვე ჰყავს ჩამოყვანილი უცხოელი ექიმები.

„ჩვენ საერთოდ არ გვიხსენებია დიაგნოზი, ჩვენ უბრალოდ გვაინტერესებს, როგორ არის. დიაგნოზებზე ნამდვილად არ გვისაუბრია, უბრალოდ, მაინტერესებდა, მენახა როგორ არის, რადგან გუშინდელი დღის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მაინცდამაინც კარგად არ იყო, ახლა არა უშავდა, შედარებით. სიცხე ისევ ისე აქვს, როგორც ყოველთვის, 37 და 7 ჰქონდა. იუსტიციის მინისტრის განცხადებიდან ყველაფერი ვერ მოვისმინე, მაგრამ რაც მოვისმინე, მგონი, განწყობა კარგია, სწორია. ე.ი. ადამიანები ამბობენ, რომ უნდა შევიდეს განაცხადი, დოკუმენტები სასამართლოში და სასამართლომ განიხილოს. სწორია, აბა ვინ უნდა განიხილოს? ჯერ უნდა შეუწყდეს ეს საქმე, შემდეგ უნდა გადაიყვანონ, თუ ამას საჭიროდ მიიჩნევს სასამართლო. ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. მან უნდა განიხილოს, მე ამას ვეთანხმებოდი. თუ ასეთი შემთხვევა არც ყოფილა ჩვენი გამოცდილებით, ახლა არის ეს გამოცდილება, გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღმოჩნდა პაციენტი, რომელსაც აქვს ეს შემთხვევა, რომელიც როგორც გამოირკვა, აქ არ განიკურნება. ეს ყველა ექიმის აზრია, რაც აქამდე მომისმენია. ჩვენ უკვე გვყავს ჩამოყვანილი ექიმებიც და გვაქვს ეს დასკვნებიც, თან არაერთი, რამდენი შეიძლება ჩამოვიყვანოთ?“, – განაცხადა ალასანიამ.

 

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post “მსჯავრდებულ სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რასაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები. ესენი არიან ოჯახის წევრები და სხვა ნდობით აღჭურვილი პირები”, − რატი ბრეგაძე სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტზე
Next post ბექა დავითულიანი – სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისე თუ დამძიმდა, რომ აუცილებელი იქნება სხვა ტიპის სამედიცინო ჩარევა, ამ დახმარებას აღმოუჩენენ