მსოფლიო „ელ კასიკო“

Read Time:58 Second

ასე ეწოდა მსოფლიოს ორ ყველაზე ცნობილი საფეხბურთო გუნდების
ვეტერანთა შორის გამართულ მატჩს. თელ-ავივის „ბლუმფილდის“
სახელობის სტადიონზე 25 ათასი მაყურებლის წინაშე ერთმანეთს
მადრიდის „რეალისა“ და კატალონიის „ბარსელონას“ მოთამაშეები
დაუპირისპირდნენ.
ფეხბურთის თაყვანისცემლებმა ისრაელსა და მთელს მსოფლიოში
კვლავ იხილეს მოედანზე გამოსული რობერტო კარლოსი და
რონალდინიო, რივალდო და ლუიშ ფიგუ, იკარ კასილიასი და რონალდ
დე ბური, სავიოლა და ამავისკა, დეკუ და მენდეტა, მუნიტისი და
სოლერი, ივან კამპო, ჟოფე და მათი კოლეგები…
ორი 40 წუთიანი ტაიმის განმავლობაში, რომლებიც ფეხბურთის
ლეგენდებმა მოედანზე გაატარეს დაუვიწყებელი შთაბეჭდილება
შეუქმნა მაყურებელს.
რათქმაუნდა ამ მატჩის შედეგს არავინ მიაქცია ყურადღება.
მაყურებელი, როგორც თავად ფეხბურთელები თამაშით ტკბებოდნენ.
შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ვეტერანი ფეხბურთელი დღესაც კი
გაუწევდა პაექრობას თანამედროვეობის ახალგაზრდა მოთამაშეებს.
მატჩში გოლები რონალდინიომ 27 (1:0 თერთმეტმეტრიანი),
მუნიტისმა 42 (1:1), პერესმა 456 (1:2), ჟოფემ 60 (2:2), დე ლა რედმა 70
(2:3) გაიტანეს. საბოლოოდ რეალმა 3:2 გაიმარჯვა.
ფეხბურთის ლეგენდების მატჩს სჯიდა პირველი ტრანსგენდერი
არბიტრი საფირ ბერმანი, ადრე იგი მამაკაცის სახელ საგის ატარებდა.
თამაშმა უდიდესი სიამოვნება მოჰგარა მაყურებელს. ახლა ყველა 1
აგვისტოს ელოდება. ამ დღეს, ამავე სტადიონზე საფრანგეთის
სუპერთასის მატჩი გაიმართება. თასისათვის ერთმანეთს ქვეყნის
ახალი ჩემლიონი „ლილი“ და თასის მფლობელი „პარი სენ-ჟერმენი
დაუპირისპირდება“
ფოტოზე: შეხვედრის ამსახველი კადრები (რეალისა და ბარსელონას პს
ფოტოები

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კუჭავა ბადრი ჯაფარიძეს: პირველ რიგში ჩვენ, დეპუტატები უნდა ვეცადოთ, რომ წესრიგი დავიცვათ
Next post ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს