კახა კუჭავა ბადრი ჯაფარიძეს: პირველ რიგში ჩვენ, დეპუტატები უნდა ვეცადოთ, რომ წესრიგი დავიცვათ

Read Time:1 Minute, 8 Second

თქვენ ბოლო ორი რიგგარეშე სხდომა გახსოვთ, როგორ წარიმართა. ერთ-ერთი, სამწუხაროდ, ჩაიშალა კიდეც. წესრიგი ახსენეთ -ზუსტადაც წესრიგი არის მთავარი, რაც უნდა უზრუნველვყო მე და სამწუხაროდ, ეს არც დღეს ხდება, არც გუშინ ხდებოდა, ეს ხდება წლების განმავლობაში, როდესაც მოქმედებს შესაბამისი უსაფრთხოების წესრიგი, რომ პარლამენტის მუშაობას არ შეექმნას საფრთხე, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძეს.

„წინასწარ გაგაგებინებთ ხოლმე. უზრუნველვყოფ ამას, რომ წინასწარ მოგეწოდოთ თქვენც, ფრაქციებს, ყველას ინფორმაცია, რომ იმოქმედებს უსაფრთხოების საგანგებო რეჟიმი. ეს არის, თუ არ ვცდები, 2016 წლის ბრძანება, რომელიც მუშაობს იმ შემთხვევაში, როდესაც არის საფრთხე, რომ სხდომა შეიძლება, ჩაიშალოს.

როდესაც სასესიო სხდომა ტარდება, დარბაზში შემოსვლის უფლება არ აქვს დეპუტატების გარდა არავის, ჟურნალისტებიც არიან შესაბამის ადგილას გამწესებულნი. შესაბამისად, გვქონდა შემთხვევა, როდესაც შემოსულები შეეცადნენ დარბაზის ბლოკირებას და შემოიჭრნენ კიდეც დარბაზში, ეს ხომ რეალობაა, მათ შორის, საშვის გარეშე შემოპარული რამდენიმე ადამიანი. ეს ქმნის საკმარისზე მეტ საფუძველს, რომ მე უზრუნველვყო და ავამოქმედო უსაფრთხოების ის რეჟიმი, რომელიც უზრუნველყოფს პარლამენტის სხდომის ჩატარებას და აღარ განმეორდეს, რომ მეორეჯერ აღარ ჩაიშალოს სხდომა. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ წესრიგზე რომ, თქვენ ახსენეთ ეს სიტყვა, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვეცადოთ, დეპუტატები, რომ წესრიგი დავიცვათ. ამიტომ მე ვუზრუნველვყოფ, რომ როდესაც ამ რეჟიმს ავამოქმედებ, შემდეგ რიგგარეშე სხდომებზე წინასწარ გაგაგებინებთ ამასთან დაკავშირებით, რომ თქვენც არ შეგექმნათ უხერხულობა საშვის დაშვებასთან დაკავშირებით.

დღეს უმნიშვნელოვანესი სხდომაა, სადაც აუცილებელია 23 რიცხვამდე საბიუჯეტო ცვლილებები განვიხილოთ. ვერ დავუშვებთ, რომ დღევანდელი სხდომის ჩატარებას რამე რისკი შეექმნას, ამიტომ ავამოქმედეთ ეს რეჟიმი“, განაცხადა კახა კუჭავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post არჩილ თალაკვაძე – მმართველი გუნდი უზრუნველყოფს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს შერჩეული
Next post მსოფლიო „ელ კასიკო“