არჩილ თალაკვაძე – მმართველი გუნდი უზრუნველყოფს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის პოზიციაზე ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს შერჩეული

Read Time:40 Second

საპარლამენტო ოპოზიციამ სუსტი და გაუმართავი გადაწყვეტილება მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პროცესებში სათანადოდ არ ჩაერთვენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე თავი აარიდეს ფართო კონსენსუსის გზით ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურის დამტკიცებას.

„ჩვენ ოპოზიციონერების განცხადება მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობენ, რომ კანდიდატები არიან კვალიფიციურები, გამოცდილება აქვთ, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ მხარს არ დაუჭერენ მათ. ეს არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა და კიდევ ერთხელ ჯდება გადაწყვეტილებების იმ არათანმიმდევრულობაში, რომელსაც წინა თვეების განმავლობაში ვხედავდით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ნებისმიერ შემთხვევაში, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს, რომ ყველაზე ღირსეული კანდიდატი იყოს ამ პოზიციაზე შერჩეული და თვითმმართველობის არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებს დღეს მეორედ უყრიან კენჭს. ამისი საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის შერჩეულმა კანდიდატებმა პარლამენტში პირველ კენჭისყრაზე საჭირო მხარდაჭერა ვერ მიიღეს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ გაბუნია – პედიატრიული შემთხვევების რიცხვი ბოლო პერიოდში გაიზარდა, საბედნიეროდ, ინფიცირებულთა უმეტესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა
Next post კახა კუჭავა ბადრი ჯაფარიძეს: პირველ რიგში ჩვენ, დეპუტატები უნდა ვეცადოთ, რომ წესრიგი დავიცვათ